ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას განაგრძობს ლევან გორგაძე. ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ ქართველ მებრძოლს წაგების უფლება აღარ აქვს და კაჩი-კოშის მისაღწევად ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

სუპერტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო. გამოცდილი სეკიტორების ორთაბრძოლა წუთზე დიდხანს გაგრძელდა. ორივემ შეჯახებისთანავე აიღო მავაში და შერკინება სტატიკაში განვითარდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა ტაქტიკურად სწორად იმოქმედა და იაპონელი შიტატენაგეს ილეთით დააგდო დოჰიოზე.

მოგების შედეგად ლევან გორგაძეს ხუთი გამარჯვება და შვიდი მარცხი აქვს, შესაბამისად, დადებით ბალანსს მხოლოდ ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიაღწევს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელიც სწორედ ქართველის მსგავსი ბალანსითაა და მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშიზე გავა.

დატოვე კომენტარი