ტოჩინოშინმა შოჰოძანი დაამარცხა და ამ ეტაპზე თანაბარი ბალანსი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT

11:54, 18.01.2022

2022 წლის პირველი ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ჯურიოს მესამე ნომერს, შოჰოძანს დაუპირისპირდა.

პირველი ერთი წუთის განმავლობაში ბრძოლა თანაბარი ჩანდა, მაგრამ შემდეგ ტოჩინოშინმა იმძლავრა და მეტოქე დოჰიოდან გადასვა.

ქართველ სუმოისტს ამ ეტაპზე თანაბარი ბალანსი აქვს – ხუთი მოგება და ხუთი მარცხი.

იანვრის სუპერტურნირის მომდევნო შეხვედრას ქართველი სუმოისტი მე-12 მაეგაშირა ჩიოტარიუს წინააღმდეგ გამართავს და დადებითი ბალანსის მოპოვების შანსი ექნება.

მსგავსი