ტოჩინოშინმა ოკინოუმი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც ექვსი მოგება და ექვსი მარცხი ჰქონდა.

ეს მეტოქეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან დღევანდელ ბრძოლამდე 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 11-ჯერ ტოჩინოშინმა მოიგო, ათჯერ – ოკინოუმმა.

დაძაბული ბრძოლა ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა, ტოჩინოშინმა მეტოქე ეფექტური გდებით (უვატენაგეს ილეთით) დაამარცხა.

დღევანდელი წარმატების მიუხედავად, ტოჩინოშინს კვლავ უარყოფითი ბალანსი აქვს – ხუთი გამარჯვება და რვა მარცხი.