ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მარცხით დაიწყო
ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მარცხით დაიწყო

იაპონიაში დღეს რიგით მეოთხე – ნაგოია ბაშო დაიწყო. „დოლფინს არენაზე“ სადებიუტო დღე წარუმატებელი გამოდგა ტოჩინოშინისთვის, რომელიც ზაფხულის სუპერტურნირს ისევ ოძეკის სტატუსით ხვდება. შეჯიბრის პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მეორე მაეგაშირა შოტა ენდო იყო, რომელიც ქართველისთვის უხერხულ მოწინააღმდეგედ იქცა. ენდომ, ისევე, როგორც წინა ბაშოზე, შეჯახებისთანავე აიღო დაბალი ჩავლება მავაშიში (ქამარში) და ტოჩინოშინი კვლავ უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

ივლისის ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა – შოდაი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი იაპონელთან ანგარიშით 6:7-ს აგებს.