ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგოძემ მორიგი ბრძოლა გამართა. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა ჩიომარუ იყო.

ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მაისის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ჯერჯერობით არ გარკვეულა, ვინ იქნება ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ნაცუ ბაშოს მე-15 დღეს.

14 დღის ჯამში კი მაისის ბაშოზე ტოჩინოშინს ხუთი მოგება და ცხრა წაგება აქვს.