ტოჩინოშინმა მონღოლი მეტოქე დაამარცხა
ტოჩინოშინმა მონღოლი მეტოქე დაამარცხა

ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი მონღოლ სპორტსმენს, კარიბაიამას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

ჰარუ ბაშოს ქალაქი ოსაკა მასპინძლობს და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ტურნირი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ ტურნირზე პირველი ორი შეხევდრა დათმო.

ხვლ, ტოჩინოშინი მორიგ ორთაბრძოლას გამართავს და მეცხრე მაეგაშირა ტაკანოშის შეხვდება.