ტოჩინოშინმა მონღოლი აძუმარიუ დაამარცხა და მეშვიდე გამარჯვება იზეიმა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მონღოლ აძუმარიუს დაეჭიდა.

ეს სპორტსმენები ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრიან და მათი პირველი დაპირისპირება ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა.

ლევან გორგაძის უპირატესობა პირველივე წამებიდან ნათელი გახდა. მონღოლმა ქართველთან შერკინებას ვერ გაუძლო და ლევანმა მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამგვარად, ტოჩინოშინის ბალანსზე შვიდი გამარჯვება და ოთხი მარცხია. ჩვენს სპორტსმენს წოდებაში დასაწინაურებლად ერთი მოგებაც ჰყოფნის.

ქართველი სუმოისტის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.