ტოჩინოშინმა მეშვიდე ბრძოლაც მოიგო
ტოჩინოშინმა მეშვიდე ბრძოლაც მოიგო

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო.

ამჯერად, ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იყო.

ლევანმა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა მისი ჰაერში აწევით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძვის და საამისოდ, მას სულ მცირე, 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ამჟამად ლევან გორგაძის ბალანსია 7/0.