ტოჩინოშინმა მდგომარეობა გაირთულა - მარცხი რიუდენთან [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინმა მდგომარეობა გაირთულა - მარცხი რიუდენთან [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველ სუმოიტ ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) მარტის ბაშოზე 8 დღის შემდეგ 3 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ქართველს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად, დარჩენილ ორთაბრძოლებში დიდი ძალისხმევა დასჭირდება და ამ გზაზე პირველი მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა რიუდენი გახლდათ, რომელსაც ამ შეხვედრამდე, ლევანის მსგავსად, 3 მოგება და 5 წაგება ჰქონდა.

ქართველმა ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა წააგო და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ამრიგად, მარტის ბაშოზე ტოჩის 6 წაგება დაუგროვდა და დარჩენილ ექვს დღეში ერთი წაგების უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს გაიფორმებს, ეს კი რეიტინგში მის უკუსვლას გამოიწვევს.

მეათე დღეს ლევანს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც ქართველის მსგავსად, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად იბრძვის (4 მოგება და 5 წაგება აქვს).