ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, ტოჩინოშინი მე-9  მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა.

ბრძოლა დაძაბულად წარიმართა, დასაწყისში მეტოქეებმა მავაშის აღება შეძლეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ტოჩინოშინი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და კაგაიაკის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

 

6 დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 2 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა. ხვალ, 15 მაისს ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება, რომელიც სუპერტურნირზე ძალიან კარგად ასპარეზობს და მოგება-წაგებათა ბალანსი 4-1-ზე აქვს.