ტოჩინოშინმა კაისეი დაამარცხა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნოემბრის ბაშოზე მე-14 შეხვედრა გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იორიკირით გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მან დადებითი ბალანსი გაიფორმა (8-6).

ორივე სუმოისტმა დასაწყისშივე მოახერხა ხელების მავაშიში (ქამარში) ჩავლება. საბოლოო ჯამში კი უფრო ძლიერი ლევანი აღმოჩნდა და კაისეი დოჰიოს გარეთ გაიყვანა.

ტოჩინოშინი ბოლო ბრძოლას, ხვალ, 22 ნოემბერს გამართავს.