ტოჩინოშინმა იოტაკაიამა დაამარცხა | აკი ბაშო (ვიდეო)

ლევან გორგაძე შემოდგომის სუპერ ტურნირის მეორე დღეს იაპონელ მეორე მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე რიკიშები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვედროდნენ და გამარჯვება იმ დაპირისპირებაშიც ქართველ სუმოისტს დარჩა.

ტოჩინოშინმა იუტაკაიამა საყვარელი ილეთით, იორიკირით დაამარცხა. ლევანი ბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქის მავაშიში ჩავლების აღებას ცდილობდა, რაც წარმატებით მოახერხა და სერიოზული წინააღგმდეგობის მიუხედავად იაპონელი დოჰიოდან გაიყვანა. აკი ბაშოს ორი დღის შემდეგ ლევანს ორი გამარჯვება და ნული მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სუპერ ტურნირზე ქართველ სეკიტორის ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.

ჯურიო დივიზიონში თავისი ორთაბრძოლა მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც. იგი იაპონელ რიკიშის, აკუას დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს შემოდგომის ბაშოზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.