ტოჩინოშინმა იანვრის ბაშოზე მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

იანვრის ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგაძე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმს დაუპირისპირდა.

ქართველ სუმოისტს შვიდი წაგება და ექვსი მოგება ჰქონდა, შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა ტოჩინოშინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ტოჩინოშინმა წინააღმდეგობა ადვილად დაძლია და მეტოქე ეფექტური გდებით დოჰიოდან მოისროლა.

ამგვარად, ამ ეტაპზე ქართველ სპორტსმენს თანაბარი ბალანსი აქვს – შვიდი მოგება და შვიდი მარცხი.