ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო წაგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მარტის ბაშოს პირველ შეხვედრაში მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა.

მეტოქეებმა შეჯახებისთანავე მავაშის (ქამარი) ორივე ხელით აღება სცადეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იჩინოჯო უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა და ტოჩინოშინი უვატენაგეთი დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევანს მონღოლი მეტოქის წინააღმდეგ აქამდე 16 მოგება და 9 წაგება ჰქონდა.

შემდეგ ბრძოლას ტოჩინოშინი ხვალ, 15 მარტს მე-6 მაეგაშირა ტამავაშისთან გამართავს, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დიდი უპირატესობა აქვს 22-12.