ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაიწყო
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაიწყო

გაზაფხულის ბაშოს პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი მებრძოლი, რომელიც ოსაკაში დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მასზე რანგით ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ სადანოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მეტოქემ ტოჩინოშინს დინამიკაში აჯობა, დოჰიოზე კარგად იმოძრავა, ქართველს ქამრის აღების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

ლევან გორგაძე ისევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში და კვლავ მუხლის ტრავმით ასპარეზობს. იმ შემთხვევაში თუ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე ხუთ ორთაბრძოლას მაინც არ მოიგებს, არის შანსი რომ ის რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში აღმოჩნდეს.

გაზაფხულის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი რიკიშის წინააღმდეგ მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუ დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ტოჩინოშინს 8:2 აქვს უპირატესობა.