ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაასრულა
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაასრულა

წლის მეორე სუპერტურნირი მარცხით და უარყოფითი ბალანსიით დაასრულა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის ბოლო დღეს მისი მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი, 22 წლის კოტონოვაკა იყო.

ახალგაზრდა მებრძოლმა, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა კაჩი კოში, ექსოძეკის წინააღმდეგ მოტივირებული გამოვიდა და არაფერი დაუთმო. ბრძოლა წუთზე მეტი გაგრძელდა. სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობით, ახალგაზრდა მეტოქემ ლევანის დისტანციაზე შეკავება მოახერხა, ქამრის აღების საშუალება არ მისცა, დაღალა და საბოლოოდ უვატეჰინერით გაიმარჯვა.

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო 6-9-ზე უარყოფითი ბალანსით დაასრულა და მაისის სუპერტურნირს უფრო დაბალი რანგის, რიკიშის სტატუსით შეხვდება.