ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 13 მარტს სტარტი აიღო მარტის სუპერტურნირმა სუმოში, სადაც ლევან გორგაძეც იღებს მონაწილეობას. ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო კარგად დაიწყო და პირველი მოგებაც გაიფორმა. ქართველი სუმოისტი პირველ შეხვედრაში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას, აკუას შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გორგაძემ მეტოქეს პირველივე შეჯახებაზე მიაყენა ზიანი, რასაც აკუამ ვერ გაუძლო, შესაბამისად ლევანს ოშიტაოშით მოგება ჩაეთვალა.

 

ხვალ ტოჩინიშინი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის შეხვდება.