ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მარცხით დაიწყო [ვიდეო]

წლის პირველი სუპერტურნირის გახსნის დღე, უიღბლო გამოვიდა ლევან გორგაძისთვის.

ქართველმა ოძეკიმ, რომელიც შეჯიბრში ტრავმირებული ჩაერთო, პირველი ორთაბრძოლა მეორე მაეგაშირა, ჰოკუტოფუჯისთან ჩაატარა და მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტოჩინოშინის მიზანი ტურნირზე დადებითი ბალანსის ( მინიმუმ 8 მოგების) დაფიქსირება იქნება. ხვალ ქართველი მებრძოლის მეტოქე, აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა, ნიშიგიკი იქნება.