ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-7 დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.

ქართველი მებრძოლის მეტოქე დებიუტანტი სეკივაკე დაიეიშო იყო.

ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე აგრძნობინა მეტოქეს უპირატესობა, არც მოძრაობაში და გახსნილ ორთაბრძოლაში ჩამორჩა და საბოლოოდ, იაპონელის მავაში მოიგდო, რის შემდეგაც დაიეიშოს დოჰიოს მიღმა გაყვანა აღარ გასჭირვებია.

7 დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ხვალ მისი მეტოქე აკი ბაშოს ერთ-ერთი ფავორიტი ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. წოდებაში დასაწინაურებლად ტოჩინოშინს მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.