ტოჩინოშინმა და გაგამარუმ იაპონელ მეტოქეებს აჯობეს | ნაცუ ბაშო
ტოჩინოშინმა და გაგამარუმ იაპონელ მეტოქეებს აჯობეს | ნაცუ ბაშო

წლის მესამე სუპერტურნირი – ნაცუ ბაშო, დღეს დაიწყო. გაზაფხულის ბაშოს სტარტზე ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა.

ჯურიოს მეშვიდე ნომერი გაგამარუ მერვე ნომერ დაიშომარუს დაუპირისპირდა. ქართველმა გოლიათმა ნაცუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო, მან იორიკირით დაამარცხა მეტოქე. გაგამარუს უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება და თან, რაც შეიძლება მეტი გამარჯვებით. მისი მომდევნო მეტოქე ჯურიოს მერვე ნომერი კიოკუტაიესი იქნება.

მაისის ბაშოს პირველი დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი მებრძოლი, რომელმაც ოძეკის ტიტული დაკარგა, უმაღლეს იერარქიაში დასაბრუნებლად იბრძოლებს და ამისთვის 10 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოს პირველ დღეს, მისი მეტოქე მეორე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ლევანს 6:2 ჰქონდა უპირატესობა. მაისის სუპერტურნირის სადებიუტო შერკინება ტოჩინოშინმა დამაჯერებლად წარმართა, მძლავრი შეჯახების შემდეგ მეტოქის მავაში ორივე ხელით აიღო და მოწინააღმდეგის დოჰიოდან გაყვანა აღარ გასჭირვებია. ქართველმა მებრძოლმა ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ხვალ მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელმაც შეჯიბრის პირველ დღეს მონღოლი სეკივაკეს – იჩინოჯოს დამარცხება მოახერხა.