ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ დაამარცხა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-11-ე დღეს, ლევან გორგაძემ მეექვსედ მოიგო. ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა და დასავლეთის მეოთხე ​​ მაეგაშირა ჩიოტაირიუს უშანსოდ მოუგო. ქართველმა მებრძოლმა აღარ სცადა მეტოქის მავაშის (ქამრის) აღება და ამჯერად იაპონელ რიკიშის წონასწორობა ​ ცუპარებით დააკარგვინა. ტოჩინოშინის ანგარიშზე 6 მოგება და 5 მარცხია. დადებითი ბალანსის გასაფორმებლად ლევან გორგაძეს დარჩენილი 4 ბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი ოძეკი ტაკაიასუ იქნება,რომელიც კიუშუ ბაშოზე ჩემპიონობისთვის იბრძვის.