ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

11:56, 22.07.2020

ზაფხულის სუპერტურნირის მე-4 დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ და ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. მისი მეტოქე მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგი იყო. ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე სცადა მეტოქის მავაშის აღება, მაგრამ ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლმა სწრაფად აუღო ალღო ნიშიკიგის მოქმედებას და ზედმეტად დახრილი მოწინააღმდეგე ჰატაკიკომის ილეთით დასცა დოჰიოზე.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელსაც ასევე 2:2-ზე აქვს ბალანსი.

მსგავსი