ტოჩინოშინის რევანში ტამავაშისთან [ვიდეო]
ტოჩინოშინის რევანში ტამავაშისთან [ვიდეო]

ტოკიოში მიმდინარე “აკი ბაშოზე”, რომელიც წლის მეხუთე სუპერტურნირია, უმძიმესი ორთაბრძოლა ჩაატარა ლევან გორგაძემ. ბაშოზე მესამე მოგების გასაფორმებლად ტოჩინოშინს, კომოსუბი – ტამავაშისთან ორი შერკინება დასჭირდა. ტამავაში სწორედ ის რიკიშია, რომელთანნ დაპირისპირების დროსაც, წინა ბაშოზე ლევანმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ტურნირის შეწყვეტა მოუხდა. მონღოლ მებრძოლთან პირველი შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. საჭირო გახდა მსაჯების კონსილიუმი. მათი გადაწყვეტილებით გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე შერკინება დაინიშნა, სადაც ლევანმა მონღოლის დამარცხება ტექნიკური ილეთით შეძლო და გუშინდელი წაგების შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.  ოთხი დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 3:1 აქვს. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ქართველ მებრძოლს მინიმუმ რვა გამარჯვება, ანუ დარჩენილი 11-დან კიდევ ხუთის მოგება ჭირდება.