ტოჩინოშინის ქართული მოგვერდი და მეოთხე გამარჯვება მაისის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინის ქართული მოგვერდი და მეოთხე გამარჯვება მაისის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

მაისის ბაშოს მეთორმეტე დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჰოშორიუს შეხვდა.

ეს ამ მებრძოლების პირველი დაპირისპირება იყო, რომელიც ჰოშორიუს, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება – ტაჩიაის (სასტარტო შეჯახება) დროს, ტოჩინოშინმა ჰენკა სცადა, ოდნავ გვერდზე გაიწია. შემდეგ უპირატესობასაც დაეუფლა, ჰოშორიუ დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და ქართული მოგვერდის მსგავსი ილეთით მოისროლა არენიდან.

12 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 4 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მე-13 დღეს ჩვენებურის მეტოქე მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება.