ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში გუშინ დაწყებულ მაისის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სეკიტორის მეტოქე იაპონელი მე-8-ე მაეგაშირა ცურუგიშო იყო რომელთანაც ტოჩინოშინს აქამდე ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა ჩატარებული.

ორთაბრძოლა ოშიძუმოში წარიმრთა. ორივე მებრძოლმა თავიდანვე აიღო მეტოქის მავაში და მოწინააღმდეგის შეცდომას დაელოდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა და მაისის ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა – 1:1.

ხვალ, 11 მაისს ლევან გორგაძის მეტოქე ასევე მეშვიდე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება.