ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება - ლევან გორგაძემ ტერუცუიოში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

2022 წლის პირველი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ტერუცუიოშის დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და იანვრის ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ქართველ სუმოისტს მიმდინარე ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება, რომ რანგით დაბალ დივიზიონში არ დაქვეითდეს.

ტოჩინოშინს ახლა თანაბარი ბალანსი აქვს – ოთხი გამარჯვება და ოთხი მარცხი.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკა იქნება, რომელსაც ქართველი სპორტსმენი ხვალ, 17 იანვარს შეხვდება.