ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი კვლავ გათანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT

13:12, 15.07.2022

ივლისის ბაშოს მე-6 დღეს ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იყო. საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი ორთაბრძოლა კოტოეკომ ბოლო მომენტში შეძლო თავის დაძვრენა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა ქართველი ფალავანი.

6 დღის შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი კვლავ თანაბარია 3-3, მისი მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.

მსგავსი