ტოჩინოშინის მეშვიდე გამარჯვება ივლისის ბაშოზე [ვიდეო]​  #1TVSPORT

ივლისის ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მეტოქე მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იყო. სასტარტო შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინმა როგორც კი დრო იხელთა, მეტოქეს კისრიდან დაქაჩა, ხელი ჰკრა და ცუკიოტოშის ილეთით ბურთივით გაისროლა დოჰიოდან.

ამრიგად, 11 დღის შემდეგ ლევანს 7 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა და კაჩი კოშის (მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი) დაფიქსირებამდე დარჩენილ სამ ორთაბრძოლაში ერთი მოგებაღა აშორებს. მისი მომდევნოი მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება.