ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი | კიუშუ ბაშო [ვიდეო]

წლის ბოლო სუპერ-ტურნირის მეშვიდე დღეს ტოჩინოშინი სამი გამარჯვებითა და სამი მარცხით შეხვდა. გუშინდელი შეხვედრა მან მეოთხე მაეგაშირა შოდაისთან დათმო, რომელიც მისთვის უხეხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა.

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იოშიკაძე იყო. რიკიშები ერთმანეთს ამ ბრძოლამდე 24-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომელთაგანაც 15 ბრძოლა ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლის დაწყებისას ლევანმა მავაშიში ჩავლების აღება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ილეთის გაკეთება სცადა, თუმცა იოშიკაძემ იყოჩაღა და გამარჯვება მოიპოვა.

შვიდი დღის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია.

გორგაძე მერვე შეხვედრაში მესამე მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, რომლის ანგარიშზეც ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია.