ტოჩინოშინის მეორე მარცხი [ვიდეო]

წლის პირველი სუპერტურნირის მეორე დღეს, ლევან გორგაძემ მეორე მარცხი იწვნია. ბარძაყის კუნთის ტრავმით მოასპარეზე ტოჩინოშინის მეტოქე, მეორე მაეგაშირა ნიშიკიგი. ორთაბრძოლა ქართველმა ოძეკიმ კარგად დაიწყო, პოზიცია დაიცვა და მალევე მეტოქის მავაშის ორივე ხელით ჩავლებაც მოახერხა, თუმცა 28 წლის იაპონელმა, თავი კარგად დაიცვა და სიტუაცია საბოლოოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ამ წაგების შედეგად, ტოჩინოშინს ორიდან ორი მარცხი დაუგროვდა და ახლან დარჩენილ 13 შეხვედრაში მტავარი მიზანი დადებითი ბალანსის მოპოვება, ანუ რვა გამარჯვება იქნება.

დღესვე ჯურიუ დივიზიონში, თავისი შეხვედრა გამართა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი). ქართველი გოლიათი ჩინელ რიკიშისთან ჰენკათი დამარცხდა და ახლა, ორი დღის შემდეგ მოგება წაგების ბალანსი ერთი-ერთზე აქვს.

 

დატოვე კომენტარი