ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე

წლის მეხუთე სუპერტურნირის, აკი ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირა ტომოკაძეს შეხვდა და მეორე გამარჯვება ჰატატიკომის ილეთით მოიპოვა.

ხუთი დღის შემდეგ, ქართველის ანგარიშზე ორი გამარჯვება და სამი მარცხია. ტოჩინოშინი კადობანში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირების შემთხვევაში შეინარჩუნებს ოძეკის რანგს. შესაბამისად, დარჩენილი 10 ბრძოლიდან ლევანს ექვსის მოგება სჭირდება.