ტოჩინოშინის მეხუთე მარცხი აკი ბაშოზე [ვიდეო]

ჩინეთში მიმდინარე წლის მეხუთე სუპერტურნირის – აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მესამე მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და მეხუთედ დამარცხდა

ტოჩინოშინი აშკარად არ იმყოფება საუკეთესო ფორმაში. ტაჩიაის მოგების შემდეგ, დაიეიშომ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ქართველ სეკიტორის დოჰიო ოშიდაშის ილეთით დაატოვებინა.

გორგაძეს ორი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს, შესაბამისად დარჩენილი რვიდან ექვსი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაია.