ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება კოტოშოჰოსთან მძიმე ბრძოლაში [ვიდეო] #1TVSPORT

სექტემბრის ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰო იყო, ვისთანაც ლევანს აქამდე ჩატარებული ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ეს ტრადიცია ქართველმა ფალავანმა წარმატებით განაგრძო. შეხვედრა კი დაძაბული გამოდგა, მეტოქეები აქტიურად უტევდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთ ეპიზოდში ტოჩინოშინი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და საბოლოოდ, უვატენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.

9 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 4 მოგება და 5 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. მას ტოჩი აქამდეგ 11-ჯერ შეხვდა და 7-ჯერ მოუგო.