ტოჩინოშინის მეცხრე მარცხი მაისის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინის მეცხრე მარცხი მაისის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

მაისის ბაშოზე მორიგი ბარძოლა გამართა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, მე-13 დღეს ჩვენებურის მეტოქე მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ იყო, რომელთანაც ლევანს აქამდე ერთი წაგება ჰქონდა. სამწუხაროდ, ლევანი ამჯერადაც დამარცხდა – ტობიძარუმ იგი იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

ამრიგად, 13 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 4 მოგება და 9 წაგება აქვს. ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება.