ტოჩინოშინის მარცხი კირიბაიამასთან და უარყოფითი ბალანსი #1TVSPORT
ტოჩინოშინის მარცხი კირიბაიამასთან და უარყოფითი ბალანსი #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე მე-11 მატჩი გამართა და მერვედ დამარცხდა. კირიბაიამასთნ შეხვედრაში წაგება მისთვის უარყოფითი ბალანსის (მაკე კოში) გაფორმებას ნიშნავს.

ტოჩინოშინმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყო და თავის შანსს ელოდა, რამდენჯერმე სცადა შეეტია მეტოქისთვის, მაგრამ ერთ ეპიზოდში კირიბაიამამ კარგად ისარგებლა მომენტით და უვატეტაშინაგეს ილეთით დაამარცა ქართველი.

20 მაისს ტოჩინოშნის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ იქნება.