ტოჩინოშინის მარცხი და ტრავმა მეოთხე ბრძოლაში #1TVSPORT
ტოჩინოშინის მარცხი და ტრავმა მეოთხე ბრძოლაში #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იანვრის ბაშოზე მეოთხე შეხვედრა გამართა და მეორედ დამარცხდა. მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰო იყო, რომელთანაც თავიდანვე ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და იორიკირით წააგო.

დაცემის მომენტში ლევანმა ხელი დაიზიანა, რაც შეხვედრის შემდეგ არც ვიდეოოპერატორებს გამოპარვიათ. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ უცნობია.

ტოჩინოშინი მეხუთე შეხვედრას 12 იანვარს ტაკარაფუჯისთან გამართავს.