ტოჩინოშინის კიდევ ერთი გამარჯვება

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იპერატორის თასის მოგების შემდეგ კომერციულ ტურნირშიც იმარჯვა.

შეჯიბრი ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ჩატარდა. პირველ რაუნდში ქართველმა სუმოისტმა იაპონელი რიკიში ჩამოიშორა, 1/8 ფინალში კი ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სუმოისტს, მონღოლ იოკუძუნა ჰაკუჰოს მოუგო.

1/4 ფინალში ტოჩინოშინმა კიდევ ერთი იაპონელი, ჰუკოტიფუჯი გამოთიშა ასპარეზობას და ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოცდილი იკინოუმი დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, აქ გორგაძემ რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ხუთივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.