ტოჩინოშინის კიდევ ერთი მარცხი (ვიდეო)

ქართველმა სეკიტორი ტოჩინოშინი აკი ბაშოს მერვე დღეს და იაპონელ ოძეკის – გოეიდოს დაუპირისპირდა და დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსისთვის და ტიტულის შესანარჩუნებლად, დარჩენილი შვიდი ბრძოლიდან მას მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კისენოსატო იქნება, რომელმაც წინა ბაშოები გამოტოვა.

ამჟამად ქართველი ჩემპიონის ბალანსზე ხუთი მოგება და სამი მარცხია.

თავისი ბრძოლა მოიგო თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ შემოდგომის სუპერტურნირის მერვე დღეს ჩიიონოოს შეხვდა და მეტოქე დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა. ახლა მის ბალანსზე ოთხი გამარჯვება და ამდენივე მარცხია.

გაგამარუო ორშაბათს ტობიძარუას დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი