ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება - ქართველმა ბალანსი გაიუმჯობესა [ვიდეო]
ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება - ქართველმა ბალანსი გაიუმჯობესა [ვიდეო]

ივლისის ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. მისი მეტოქე გამოცდილი კოტოშოგიკუ იყო, რომელსაც ქართველთან ურთიერთშეხვედრებში სერიოზული უპირატესობა აქვს. ამის მიუხედავად, ტოჩინოშინი ბრძოლისთვის აშკარად უკეთ იყო მომზადებული. ექს-ოძეკების დაპირისპირება გიოჯიმ (მსაჯმა) ორჯერ, მატას გამო შეაჩერა. ყველა შემთხვევაში ლევანმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე.

საბოლოო შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინმა კოტოშოგიკუს ქამრის აღება მოახერხა და ორთაბრძოლა ეფექტური გდებით, უვატენაგეთი დაასრულა. ივლისის სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ბალანსი 4:2-ზე გახდა.


ხვალ ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც ტოჩინოშინი კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდება.