ტოჩინოშინი წლის უკანასკნელ ბაშოს გამოტოვებს #1TVSPORT
ტოჩინოშინი წლის უკანასკნელ ბაშოს გამოტოვებს #1TVSPORT

ტოჩინოშინი წლის უკანასკნელ ბაშოს ტრავმის გამო გამოტოვებს. ლევან გორგოძემ ტრავმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიიღო და კიუშუ ბაშო-ზე ასპარეზობა ვერ მოახერხა.

ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირას, იუტაკაიამას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ უკვე ნათქვამი მიზეზის გამო, ეს ორთაბრძოლა ვერ შედგა და ქართველი სპორტსმენის მეტოქეს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ტოჩინოშინს ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.