ტოჩინოშინი წლის მანძილზე ყველაზე მეტი მოგებისთვის დააჯილდოეს

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, წლის მანძილზე ყველაზე მეტი გამარჯვების მოპოვებისთვის დააჯილდოეს.

წლის მანძილზე სულ ექვსი ბაშო ტარდება, ხოლო თითოზე 15 ბრძოლა იმართება. ლევანმა მთლიანობაში 81 ბრძოლა ჩაატარა, რადგან ნაგოია ბაშოს მეექვსე დღის შემდეგ, ტრავმის გამო გამოეთიშა.

81 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 59 მოიგო, რაც 2018 წლის საუკეთესო მაჩვენებელია.