ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს მიუახლოვდა
ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს მიუახლოვდა

წლის პირველ სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის მისაღწევად ლევან გორგაძეს დარჩენილი ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივეს მოგება დასჭირდება. ჰაცუ ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი ასევე ექსოძეკის, იაპონელ ტაკაიასუს შეხვდა და ტურნირზე მეშვიდედ დამარცხდა.

ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობმა მეტოქეებმა შეჯახების შემდეგ ცუპარები გაცვალეს და თავდაცვითი სტილი აირჩიეს. საბოლოოდ, ტაკაიასუმ ქართველი მებრძოლის მავაში მოიგდო ხელში, კომფორტული უპირატესობა მიიღო და ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე წაგების უფლება აღარ აქვს, მას ერთი მარცხი აშორებს ტურნირის უარყოფითი ბალანსით დასრულებისგან. ხვალ ქართველის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.