ტოჩინოშინი ტაკარაფუჯისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა
ტოჩინოშინი ტაკარაფუჯისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნოემბრის ბაშოზე მეორე მატჩი გამართა და მეორედ დამარცხდა. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე ტაკარაფუჯი იყო, რომელმაც ჩვენიანი მოედნიდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

მესამე ბრძოლაში, 10 ნოემბერს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მეხუთე მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება.