ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დამარცხდა და სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა #1TVSPORT

15:12, 28.03.2021

ტოკიოში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირის ბოლო დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა. 

ქართველი სუმოისტი მეტოქემ ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინისთვის ეს მე-15 ბრძოლა და მერვე მარცხი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძემ სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ტოჩინოშინმა ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ჰარუ ბაშოზე დადებით ბალანსს დააფიქსირებდა.

მსგავსი