ტოჩინოშინი შეუჩერებელია (ვიდეო)
ტოჩინოშინი შეუჩერებელია (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუს ბაშოზე მე-9 გამარჯვება იზეიმა და იმპერატორის საჩემპიონო თასისთვის ბრძოლაში მხოლოდ მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს ჩამორჩება.

ტოჩინოშინმა 10 შეხვედრიდან 9 წარმატებით დაასრულა, ჰაცუს ბაშოზე ჯერ-ჯერობით 100%-იანია მონღოლი კაკურიუს შედეგი.

ჯუროს დივიზიონში ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც აოიამა დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი გაანულა (5-5).

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იაპონელი ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ლევანი აქამდე 14-ჯერ შეხვედრია. გაგამარუ კი შემდეგ ორთაბრძოლაში ტოჩიჰირიუსს შეხვდება.