ტოჩინოშინი შეუჩერებელია - გაგამარუმ იუტაკაიამა დაამარცხა
ტოჩინოშინი შეუჩერებელია - გაგამარუმ იუტაკაიამა დაამარცხა

ნაცუ ბაშოს მეექვსე დღეს ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძის მეტოქე – მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელმაც წინა სუპერტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა, 14 ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ერთადერთი მარცხი გასულ ბაშოზე მან სწორედ ტოჩინოშინთან იწვნია. გორგაძე იჩინოჯოს ამ ბრძოლამდე 21-ჯერ შეხვედრია და ქართველმა 16 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა დღევანდელი ორთაბრძოლაც, თუმცა მან გულშემატკივრები ძალიან ანერვიულა. პრაქტიკულად პირველივე შეჯახების შემდეგ, ორივე სეკიტორიმ აიღო მავაშიზე ჩავლება და დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. გორგაძემ რამდენჯერმე სცადა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და ბოლოს კვლავ მისი საყვარელი ილეთით, იორიკირით იმარჯვა. ტოჩინოშინის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და ნული მარცხია.

ლევანის მეტოქე ხვალ პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება.

დღესვე, თავისი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც, რომელიც ჯურიოს მეხუთე ნომერ იუტაკაიამას დაუპირისპირდა. ჯუღელი იუტაკაიამას სამჯერ შეხვედრია და სამივე ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად, ქართველის ანგარიშზე ოთხი გამარჯვება და ორი მარცხია. ნაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს გაგამარუს მეტოქე მიტორიუ იქნება.