ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოს მეორე ბრძოლაში მიოგირიუსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

სექტემბრის ბაშოს მეორე დღეს ქართველი მე-8 მაეგაშირა ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მეტოქე მე-9 მაეგაშირა მიოგირიუ იყო. მეტოქეებმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყეს, ერთ მომენტში ტოჩინოშინმა მოახერხა მიოგირიუს ქამარში ჩავლება, მეტოქე მოგვერდითაც წამოიღო, მაგრამ დოჰიოზე პირველი ჩვენებურმა შეახო ხელი და დამარცხდა.

ორი დღის შემდეგ ქართველს თითო მოგება წაგება აქვს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კოტოეკო იქნება (ურთიერთშეხვედრები 6:2 ტოჩინოშინის სასარგებლოდ).