ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა
ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა

ჰარუ ბაშოს მეორე დღეს პირველად წააგო ლევან გორგაძემ. მეორე მაეგაშირა მიოგირიუს წინააღმდეგ ქართველი სპორტსმენი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ისევე როგორც გუშინდელ შერკინებისას, ტოჩინოშინი ვერც ამჯერად დაეჯახა ძლიერად მეტოქეს და უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. ქართველმა პირველი შეხვედრა დათმო და მოგება-წაგების ბალანსი 1:1 გაუხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი „კადობანშია“ ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს რომ მას აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება, ანუ მინიმუმ რვა გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ჰარუ ბაშოს მესამე დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე კომოსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელსაც სუპერტურნირზე ორივე შეხვედრა წაგებული აქვს.