ტოჩინოშინი ოშომასთან დამარცხდა და ტრავმა მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეშვიდე ბრძოლა წააგო და დოჰიო ტრავმირებულმა დატოვა.

ლევან გორგაძის დღევანდელი მეტოქე დასავლეთის მეოთხე ნომერი ოშომა იყო. 25 წლის მონღოლს ამ დაპირისპირებაში უპირატესობა არ ჰქონდა, მაგრამ შერკინებისას ტოჩინოშინმა ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, ბრძოლა შეეწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ტოჩინოშინი ტურნირზე გამოსვლას და ყველაფერი ტრავმის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული.

ტოჩინოშინს მიმდინარე ჰარუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს – სამი მოგება და შვიდი მარცხი.