ტოჩინოშინი ოძეკებთან ისევ მარცხდება
ტოჩინოშინი ოძეკებთან ისევ მარცხდება

ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს მეოთხე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ბაშოს რთული კალენდრიდან გამომდინარე, ქართველ მებრძოლს ზედიზედ უწევს ტურნირზე უძლიერესი რანგის მქონე რიკიშებთან, ოძეკებთან დაპირისპირება.

დღეს მისი მეტოქე იაპონელი ოძეკი შოდაი იყო, რომელიც იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთი ფავორიტია. იაპონელმა შეჯახებისთანავე მოიპოვა კომფორტული პოზიცია, ხელებით ტოჩინოშინის კორპუსში შევიდა და სწრაფადვე გაიყვანა დოჰიოს მიღმა.

ლევან გორგაძის ბალანსი ორი მოგება ოთხ წაგებაზე გახდა. ხვალ მისი მეტოქე მესამე ოძეკი – ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია, ექვსი ორთაბრძოლიდან ხუთი აქვს წაგებული და არის შანსი, რომ საერთოდ ჩაეხსნას ჰაცუ ბაშოს.